saqarTvelos mwvervalebi - dombai-ulgeni

 

დომბაი-ულგენი - მწვერვალი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ნაწილში (საქართველოსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე), მდინარე თებერდის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4046 მ. დომბაი-ულგენი კლდოვან მასივზე გამოიყოფა სამი მწვერვალი: დასავლეთის (4036 მ), მთავარი (4046 მ) და აღმოსავლეთის (3950 მ). აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებითა და გრანიტებით. დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.

1960 წელს დომბაი-ულგენზე ასვლისას დაიღუპა ოთხი კაცისგან შემდგარი ექსპედიცია, რომელსაც ალპინისტი იგორ ეროხინი ხელმძღვანელობდა.